21 ივნისი 2026,   09:37
ვრცლად
ღაზაში "ცაჰალის" ბოლო იერიშებს 60 ადამიანი ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები არ წყდება. "ცაჰალის" იერიშებს ღაზაში 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იერიშები ანკლავის მთელ ტერიტორიაზე მდებარე დასახლებებზე განხორციელდა. ისრაელის სამხედროებმა ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" გააფრთხილეს, რომ თუ დარჩენილი მძევლები არ გათავისუფლდებიან, ღაზაზე უფრო ფართომასშტაბიანი და ინტენსიური იერიშები განხორციელდება.

ისრაელმა ღაზაში სამხედრო მოქმედებები ორთვიანი ზავის დასრულების შემდეგ 18 მარტს განაახლა. მას შემდეგ, კონფლიქტის ზონაში 1,978 პალესტინელი დაიღუპა.

დღის ამბები