დასავლეთ საფრანგეთში, კერძო სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა და სულ მცირე 3 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმა ნანტში, Notre-Dame-de-Toutes-Aides-ის საშუალო სკოლაში მოხდა. თავდამსხმელი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ის სკოლის მასწავლებელმა გაანეიტრალა. თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული.
სკოლა ევაკუირებულია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.