კაკლების დასახლება, წყნეთი და მახათას მთა ის ადგილებია, სადაც მოსახლეობამ შავი ფიჭვი უკანონოდ გაჩეხა. მხოლოდ 2025 წელს, მუნიციპალურმა ინსპექციამ მწვანე ნარგავების დაზიანების 35-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.
დრონებით და ფოტო ხაფანგებით სპეციალური ჯგუფები 24-საათიან მონიტორინგს აწარმოებენ. ხე-ტყის უკანანო ჭრაზე გამკაცრებულია სანქციებიც. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 5000 ლარით განისაზღვრება. დანაშაულზე ვრცელდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც.
ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.
ხე-ტყის უკანანო ჭრაზე მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაკისრებულმა ჯარიმებმა ბოლო თვეებში 361 000 ლარზე მეტი შეადგინა.