საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ფუნდამენტურია როგორც მთელი რეგიონის, ასევე ფართო რეგიონის კონტექსტში.
"კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა შავი და კასპიის ზღვის დაკაშვირებადობის კონტექსტში და მთლიანად აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებადობის კონტექსტში. ეს თანამშრომლობა არის ფუნდამენტური და მთლიანად, როგორც მთელი რეგიონის, ასევე ფართო რეგიონის კონტექსტში", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.