თბილისში "ლილო მოლის" ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი მაღაზიებს უკიდია. ადგილზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და ცეცხლის ქრობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.