21 ივნისი 2026,   07:15
ვრცლად
Bloomberg: აშშ G7-ის მიერ უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დაგმობას მხარს არ უჭერს

შეერთებულმა შტატებმა G7-ის წევრებს განუმარტა, რომ არ დაუჭერს მხარს განცხადებას, რომელიც გმობს გასულ კვირას რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, რადგან მას სურს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები გააგრძელოს. ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას, რუსეთმა უკრაინას ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ესროლა, მათ შორის, ერთი კასეტური ბომბეით იყო აღჭურვილი. დაბომბვის შედეგად, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სუმში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 119 დაშავდა, მათ შორის ბავშვები არიან.

დღის ამბები