21 ივნისი 2026,   07:16
ვრცლად
ჩინეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს Boeing-ის თვითმფრინავების ყიდვა აუკრძალა

ჩინეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან "ბოინგის" თვითმფრინავების ყიდვა აუკრძალა. ინფორმაცია "ბლუმბერგმა" გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ ეს ზომა სავაჭრო ომის ნაწილია. გადაწყვეტილება პეკინმა მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე 145%-იანი ტარიფი დააწესა.

გამოცემის ინფორმაციით, შეიზღუდა თვითმფრინავებისთვის ამერიკული კომპანიებისგან, აღჭურვილობის და ნაწილების შესყიდვაც.

 

 

დღის ამბები