21 ივნისი 2026,   07:15
ვრცლად
უნგრეთის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში და კანონით დასაშვებად მხოლოდ ორი სქესის აღიარება ცნო

უნგრეთის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში და კანონით დასაშვებად მხოლოდ ორი სქესის აღიარება ცნო. კონსტიტუციაში შესწორების ინიციატორი მმართველი კოალიცია "ფიდესი" გახდა. 140 მომხრე, 21 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგი.

ძირითად კანონში განხორციელებული ცვლილებები ლგბტქ+ საზოგადოებისთვის თავისუფლად შეკრებაზე, მათ შორის ყოველწლიური ე.წ. პრაიდის გამართვაზე შეზღუდვის დაწესებას გულისხმობს.

საკანონმდებლო ცვლილებას საპროტესტო აქცია მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

დღის ამბები