21 ივნისი 2026,   07:23
ვრცლად
კომპანია, რომლის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა მუშაობას წყვეტს - abcnews

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია New York Helicopter Tours, რომლის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 6 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა, დაუყოვნებლივ წყვეტს მუშაობას. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მომაკვდინებელი ინციდენტის შემდეგ, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაიწყებს ტუროპერატორის ლიცენზიის და უსაფრთხოების ჩანაწერის გადახედვას.

სააგენტომ განაცხადა, რომ აანალიზებს თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების აქტივობის ცხელ წერტილებს ქვეყნის მასშტაბით და 22 აპრილს გამართავს ვერტმფრენის უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას, რათა განიხილონ აღმოჩენები, რისკები და დამატებითი შემარბილებელი ვარიანტები.

"უსაფრთხოება ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ არ მოვერიდებით ზომების მიღებას მფრინავი საზოგადოების დასაცავად", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ხუთშაბათს ტურისტული ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 6 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 3 ბავშვია. ვერტმფრენში ერთი ოჯახის 5 წევრი და პილოტი იმყოფებოდნენ.

დღის ამბები