განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თემატური ბანაკი გახსნა და მონაწილეებთან შეხვედრა გამართა.
ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად მინისტრისგან მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია და ამასთანავე, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები აქტუალურ თემებზე.