21 აგვისტო 2026,   21:02
ვრცლად
თბილისში კაფე "ლინვილის" სახურავი ჩამოინგრა

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფე "ლინვილის" სახურავი ჩამოინგრა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე დაწესებულების პერსონალი და სტუმრები იმყოფებოდნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები