21 ივნისი 2026,   09:38
ვრცლად
თეთრი სახლი - "ვიტკოფის შეხვედრა პუტინთან არის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი, რომელიც ხანგრძლივი ომის დასრულების საკითხს მოიცავს"

ვაშინგტონი და მოსკოვი - არის თუ არა მიღწეული შეთანხმება. სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის და სტივ ვიდკოფის შეხვედრა მსოფლიო მედიის მთავარი თემაა. რუსეთის პრეზიდენტმა და ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის თემაზე ისაუბრეს.

"ვიტკოფის შეხვედრა პუტინთან არის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი, რომელიც ხანგრძლივი ომის დასრულების, ასევე, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებზე განგრძობადი მშვიდობის დამყარების საკითხებს მოიცავს. არ შემიძლია ამ საკითხზე დამატებითი დეტალების დაზუსტება, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარისაგან გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტების გამოყენებას ვაპირებთ,"- აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლევიტი.

დღის ამბები