უკრაინაში ომი გრძელდება. ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე მიტანილ იერიშს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 8 პირი.
თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა დედაქალაქზეც. კიევში, რუსული შეტევის შედეგად, 3 პირი დაშავდა. განადგურებულია რეზიდენციული შენობები, მსუბუქი ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.