21 ივნისი 2026,   09:37
ვრცლად
Reuters: უიტკოფმა ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა იმ სტრატეგიის მხარდაჭერაა, რომელიც რუსეთს უკრაინის ოთხ რეგიონზე "საკუთრების უფლებას მისცემს"

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა იქნება იმ სტრატეგიის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთს უკრაინის ოთხ რეგიონზე "საკუთრების უფლებას მისცემს".

როგორც სააგენტო Reuters-ი, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, უიტკოფმა ამის შესახებ ტრამპს პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მედიის ცნობითვე, უკრაინის საკითხში ტრამპის კიდევ ერთი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი ამ იდეას არ დათანხმდა და თქვა, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება ამ ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას.

 

დღის ამბები