აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში, ალიგატორი პენსიონერს საკუთარი სახლის ეზოში თავს დაესხა. მამაკაცი ალიგატორის თავდასხმისგან ცოლმა გადაარჩინა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ბოფორტის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, ჯოზეფ რეზერი ოთხშაბათს თავის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც ალიგატორი ახლომდებარე ტბიდან ამოვიდა და თავს დაესხა მას. პოლიციის ცნობით, მამაკაცი მეუღლემ გადაარჩინა, რომელიც სახლში იმყოფებოდა და მამაკაცის ყვირილის ხმა გაიგო.
"ხელში პირველი რაც მომხვდა ის ავიღე და ალიგატორს თავის და თვალების არეში შევუტიე. ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი ქმრის გადასარჩენად", - განაცხადა მარიან რესერმა.
მედიის ცნობით, ქალის სწრაფი რეაგირება ეფექტური აღმოჩნდა და ალიგატორმა მამაკაცს თავი დაანება. შემთხვევა
Sun City Hilton Head-ის პენსიონერთა დასახლებაში, წყვილის საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში მოხდა, რის შემდეგაც მათ დახმარებას გამოუძახეს.