21 აგვისტო 2026,   22:02
ვრცლად
"გასაგებია, რომ კერძო კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობა საბაზრო პირობებზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავრობა ყოველთვის ითვალისწინებს დასაქმებული ადამიანის ინტერესებს" - ქადაგიშვილი მანგანეზის ამბავზე 

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის", სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს წარმოადგენს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარეები ჯერჯერობით შედეგს ელოდებიან. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ, სამმხრივი მოლაპარაკების დაწყების შემდეგ, დაიდო კონკრეტული შედეგი, მხარეებისთვის მისაღები გადაწყვეტილებისთვის კი მუშაობა გაგრძელდება.

შეფასება გაკეთდა მმართველ გუშინაც, სადაც განმარტავენ, რომ სახელმწიფო ბალანსის პოვნას ცდილობს, თუმცა ეს მარტივი არ არის.

თუმცა, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მსგავსი ბიზნესის წარმოებას თან ახლავს უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანიისთვის თავიდანვე ცხადი იყო.

"კერძო კომპანიას აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ მან გარკვეულწილად თავის თანამშრომლებზეც უნდა იზრუნოს. გასაგებია, რომ კერძო კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობა საბაზრო პირობებზეა დამოკიდებული, მაგრამ საქართველოს მთავრობა ყოველთვის ითვალისწინებს თითოეული მოქალაქისა და დასაქმებული ადამიანის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ ამ კერძო კომპანიასთან ვაწარმოებთ შესაბამის კომუნიკაციას, სადაც თვითონ ეს მუშაკებიც არიან ჩართულები, რათა შეძლებისდაგვარად ოპტიმალური შეთანხმება მოხდეს და გათვალისწინებული იყოს კომპანიის ეკონომიკური ვითარება და ამავდროულად, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იმისკენაც, რომ დასაქმებულთა უფლებები შეძლებისდაგვარად დაცული იყოს. იმედია, ორივე მხრიდან გონივრული კომპრომისი იქნება მიღწეული,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები