იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ადგილზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის ხუთ კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
უკანონოდ მოპოვებული მასალა უკვე გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში. როგორც სატყეო სამსახურში განმარტავენ, გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქმე გადაეგზავნება შესაბამის უწყებას.