21 ივნისი 2026,   08:27
ვრცლად
აშშ-ში ვერტმფრენის ჩამოვარდნას კომპანია Siemens-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მისი მეუღლე და მათი 3 შვილი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია პილოტი და ერთი ოჯახის 5 წევრი. მედიის ცნობით, შემთხვევას ემსხვერპლა ევროპული ტექნოლოგიური კომპანიის, Siemens-ესპანეთის აღმასრულებელი დირექტორი, მისი მეუღლე  და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი - 4, 5 და 11 წლის ბავშვები.

ოფიციალური წყაროების თანახმად, საჰაერო ტრანსპორტი ესპანელი ტურისტების ოჯახს ეკუთვნოდა.

ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები