21 ივნისი 2026,   09:51
ვრცლად
"ციმბირის წყლულმა" კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 50 ჰიპოპოტამი მოკლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვირუნგას ეროვნულ პარკში, "ციმბირის წყლულის" ეპიდემიის შედეგად, სულ მცირე 50 ჰიპოპოტამი მოკვდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პარკის ხელმძღვანელის განცხადებით, მკვდარი ცხოველები მდინარეში აღმოაჩინეს, რომელიც აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტბაში ჩაედინება.

მისი განმარტებით, ცხოველების ვირუსით მოწამვლა ტესტებმა დაადასტურა. მან დასძინა, რომ ვირუსის შედეგად კამეჩებიც დაიხოცნენ. ვირუსის გავრცელების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მედიის ცნობით, პარკის მიერ მოწოდებულ სურათებზე ჩანს ჰიპოპოტამები, რომლებიც გაუნძრევლად იწვნენ გვერდებზე და ზურგზე, მდინარე იშაშაში ან მდინარის ტალახიან ნაპირებზე.

ჰიპოპოტამების სიკვდილი დიდ დანაკარგს წარმოადგენს პარკისთვის, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი პოპულაციის გაზრდაზე დიდი რესურსი დახარჯა.

დღის ამბები