საომარი მოქმედებები არ წყდება უკრაინაში - რუსეთის ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს. ქალაქში მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებების შედეგად, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დარნიცკის რაიონში ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლები; ეძებენ ნანგრევებში მოყოლილებს. რამდენიმე რაიონში საწარმო-საწყობები იწვის.
დრონებით თავდასხმის სამიზნეა ქალაქი დნიპროც. დაშავდა 15 ადამიანი. მედიის მონაცემებით, ჰოსპიტალიზებულია 8. აფეთქებების გამო, დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები.
ინტენსიური შეტაკებებია ფრონტის ხაზზეც. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთი სუმის ოლქში გეგმავს ე.წ. ბუფერული ზონის შექმნას და ოლქში შეჭრის დაწყებას.