20 აგვისტო 2026,   21:16
ვრცლად
"ფორმალური თვალსაზრისით, ეს ანგარიში შეიძლება ეყრდნობა კონკრეტულ ციფრებს, სინამდვილეში ეკონომიკა იზრდება ცალკეული ადამიანებისთვის" - გიორგი კაპანაძე აზიის განვითარების ბანკის ანგარიშზე

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6 პროცენტამდე აუმჯობესებს. უწყების ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით.

ოპოზიციისთვის, აღნიშნული მონაცემები ფორმალურია.

"ფორმალური თვალსაზრისით, ეს ანგარიში შეიძლება ეყრდნობა კონკრეტულ ციფრებს, სინამდვილეში ეკონომიკა იზრდება არა ხალხისათვის, არამედ იზრდება ცალკეული ადამიანებისთვის. ეს შეფასებებიც, ამ კონკრეტული ამბის ასახვაა," - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი:

"მე მინდა დავინახო 6%-იანი ზრდა პროგნოზირებული როგორ აისახება საქართველოს სოციალურ ქსოვილში. მე მინდა ვიკითხო ქართული ხელისუფლების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ რიცხვები მანიპულირებული არ არის, რატომ არ იკლებს სოციალურად დაუცველთა რიცხვი".

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მშპ 2025 წელს 6 პროცენტით გაიზრდება. "საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა სტაბილურია," - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

 

 

დღის ამბები