ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, ქვეყნის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ კი მეზობელი სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ მათ მიერ ირანზე ამერიკის დარტყმის მხარდაჭერა უპასუხოდ არ დარჩება. გამოცემა "როიტერსის" ცნობით, შესაბამისი წერილები მიიღო ერაყმა, ქუვეითმა, კატარმა, არაბთა გაერთიანებული საამიროებმა, თურქეთმა და ბახრეინმა.
ტექსტში წერია, რომ ამერიკის თავდასხმის ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის საჰაერო სივრცის გახსნა განხილული იქნება, როგორც თეირანის წინააღმდეგ მიმართული მტრული აქტი, რაც სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.
მარტის ბოლოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს. ირანმა უარყო ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ გამოთქვა სურვილი, ომანის შუამავლობით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები გააგრძელოს.