21 ივნისი 2026,   06:34
ვრცლად
"ევროკომისიამ აღიარა, რომ ევროკავშირის ფონდები გამოყენებული იყო მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები" - "ეი ექსპრესი"

"ევროკომისიამ აღიარა, რომ ევროკავშირის ფონდები გამოყენებული იყო მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რათა ჩაეხშო ევროპელი კონსერვატორების ხმები" - ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა "ეი ექსპრესი" ავრცელებს.

გამოცემის განმარტებით, საუბარია თანხებზე "ლაიფ" პროგრამიდან, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 9 მილიარდი ევროა და ის გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.

ევროკომისიამ ბრალდებაზე მოკლე განცხადება გაავრცელა:

"კომისია მიიჩნევს, რომ აქტივისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა შეუსაბამო ლობისტურ საქმიანობას", - აღნიშნულია ტექსტში.

დღის ამბები