ინტენსიური იერიში იყო ისრაელზე. "ჰამასმა" სანაპირო ქალაქების - აშკელონისა და აშდოდის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესობის მოგერიება საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო, თუმცა ქალაქ აშკელონში პირდაპირი სარაკეტო დარტყმის დაშავდა სამი მოქალაქე. აქედან ერთის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ისრაელის მედიის ცნობით, მომხდარი, ბოლო თვეების განმავლობაში, "ჰამასის" ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.
ამავე დროს, ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზაში. ხან იუნისში, ნასერის საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსხვერპლთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს.