22 ივნისი 2026,   14:20
ვრცლად
"ახლა მაგიდაზეა ამერიკული წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცაში, ზღვაზე და ხმელეთზე. უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას" - ვოლოდიმირ ზელენსკი

შედგება თუ არა შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის - უკრაინას რუსეთის არ სჯერა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე იტყუება. 

"პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე, იტყუება დანაკარგებზე, იტყუება მისი ეკონომიკის მდგომარეობაზე, რომელიც დაზიანდა მისი სულელური იმპერიალისტური ამბიციებით. ის ყველაფერს აკეთებს, რათა დიპლომატია ჩავარდეს. მე მჯერა, რომ მშვიდობასთან მიახლოება მხოლოდ მოლაპარაკებებით და დიპლომატიით არის შესაძლებელი. ახლა მაგიდაზე არის ამერიკული წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცაში, ზღვაზე და ხმელეთზე. უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას. ეს იქნება დიდი ნაბიჯის გადადგმა გარანტირებული უსაფრთხოებისკენ, ამ ომის დასასრულისკენ და საიმედო მშვიდობისკენ", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები