თურქეთში, ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი სრულად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მძღოლმა შექმნილი ვითარება დროულად შეაფასა, ავტობუსი გზიდან გადაიყვანა და მგზავრების ევაკუაცია წარმატებით შეძლო.
ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე მაშველების და საპოლიციო ბრიგადები იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.