28 აგვისტო 2026,   11:37
ვრცლად
კერძო კოპირების გადასახადის საერთაშორისო მოდელი და ქართველი ხელოვანების გაზრდილი ჰონორარები

საქართველოში კერძო კოპირების სისტემა ამოქმედდა. „კერძო კოპირება“ გავრცელებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ფიზიკური პირები პირადი მოხმარებისთვის მუსიკას რეპროდუცირებენ, უფლებამფლობელებს შესაბამისი კომპენსაცია ეკუთვნით. ეს მოდელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

“კერძო კოპირების” ამოქმედებამ შესაძლებელი გახადა სახელობნებო სივრცის წარმომადგენლებს მყისიერად ეგრძნოთ ჰონორარების მნიშვნელოვანი ზრდა. ბუნებრივია, ამ ცვლილებამ კმაყოფილება გამოიწვია საქართველოს ხელოვანებში:

“ გარდა იმისა, რომ მე მუსიკოსი ვარ, არაერთ მსხვილ კომპანიაში მიმუშავია და მესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის სოციალურ პასუხიმგებლობას. შესაბამისად, ის რაც “კერძო კოპირების” მეშვეობით თითოეული ბიზნეს-იმპორტიორისთვის სავალდებულო გახდა არის უმნიშვნელოვანესი სოციალური პასუხიმგებლობა მათი მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ მათ წვლილი შეაქვთ ხელოვნების სფერო გაძლიერებასა და განვითარებაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ ყველა იმპორტიორი გაგებით მოეკიდება აღნიშნულ საკითხს და საავტორო უფლების ასოციაციასთან ითანამშრომლებენ ისე, როგორც ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ ხელოვანებს, მითიმეტეს ისეთ პატარა ბაზარზე როგორიც საქართველოა უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ დავრჩეთ ხელოვნებაში და ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე ამაში კი, ყველა ის ნაბიჯი და ცვლილება გვეხმარება რაც საავტორო უფლებეის სფეროში ხორციელდება. “- ანი კეკუა, IPOA-ს წევრი.

 

(R)

დღის ამბები