აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის მხრიდან, უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
დონალდ ტუსკი 8 მარტის ღამეს "უკრაინისთვის კიდევ ერთი ტრაგიკულ ღამედ" მოიხსენიებს.
"აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობაზე მიდიხარ – უფრო მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი დაღუპული. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში", – წერს დონალდ ტუსკი.