დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ყველაზე ინტენსიური მუშაობა პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან სხვადასხვა დონეზე - მრავალი სატელეფონო ზარი განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
მისივე თქმით, უკრაინა მაქსიმალურად კონსტრუქციულადაა განწყობილი:
"დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ყველაზე ინტენსიური მუშაობა პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან სხვადასხვა დონეზე - მრავალი სატელეფონო ზარი განხორციელდა. მიზანი ნათელია: მშვიდობა რაც შეიძლება მალე, უსაფრთხოება რაც შეიძლება საიმედოდ. უკრაინა მაქსიმალურად კონსტრუქციულადაა განწყობილი. დღეს რუსეთმა კვლავ შეუტია ჩვენს ენერგოსისტემასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას - რუსეთისთვის ეს ჩვეულებრივი, ყოველთვის ისეთივე ბოროტი და ცინიკური ქმედებაა, თითქოს უკრაინისა და მსოფლიოს მცდელობები ამ ომის დასასრულებლად არ არსებობდეს. ამ კვირაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში - როგორც ევროკავშირის დონეზე, ასევე ცალკეული ქვეყნებისგან.
ნორვეგიამ განსაკუთრებით ძლიერი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი სიძლიერის დასაფინანსებლად: წლევანდელი დახმარების გამოცხადებული მოცულობა 7.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რისი უმეტესი ნაწილი უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება. ეს დიდი დახმარება იქნება - მადლობა! ჩვენ ასევე ველოდებით გადაწყვეტილებებს სხვა ჩრდილოევროპული ქვეყნებისგან. საფრანგეთი აჩქარებს თავის უსაფრთხოების დახმარებას. ნიდერლანდები მზადაა 700 მილიონი ევრო ჩადოს დრონების წარმოებაში. ჩვენმა ბალტიისპირელმა მეგობრებმა ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ასევე მტკიცე უსაფრთხოების შეთანხმებები გვაქვს ევროკავშირის პრეზიდენტ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან. ვემზადებით შეხვედრისთვის გენერალური შტაბის ხელმძღვანელების დონეზე საფრანგეთში," - აცხადებს ზელენსკი.