21 აგვისტო 2026,   17:55
ვრცლად
თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მხატვარი ქეთი დავლიანიძე პერსონალური გამოფენისთვის ემზადება

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მხატვარი ქეთი დავლიანიძე პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.

"ვენერა ცისკრის ვარსკვლავი" - სწორედ ამ სიმბოლური სახელწოდების ქვეშ მხატვარმა სხვადასხვა დროსა და სივრცეში შექმნილი 50-მდე ნამუშევარი გააერთიანა.

ექსპოზიცია მხატვრის მეგობარს ირინა კლდიაშვილს ეძღვნება.

ქეთი დავლიანიძის ნამუშევრები ფერების სიღრმითა და ემოციური გამოხატულებით გამოირჩევა. მხატვარი წლებია ადამიანისა და სამყაროს ურთიერთდამოკიდებულებას იკვლევს.

წარმოდგენილ ნამუშევრებშიც ინდივიდის შინაგან სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს, მრავალფეროვანი გამოხატვის ტექნიკით ასახავს.

გამოფენის გახსნამდე ერთი დღეა დარჩენილი, თუმცა შემოქმედებითი პროცესი უწყვეტია. 

გამოფენას გალერეა სტუდიო არტი მასპინძლობს, რომელიც თანამედროვე ქართველ მხატვრებს ეხმარება, რომ თავიანთი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნონ.

ქეთი დავლიანიძის ნამუშევრები თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში და სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებშია დაცული. მის გამოფენებს თვალს ადევნებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება, სტუდიო არტის საგამოფენო სივრცეში განთავსებული ნამუშევრები ერთი კვირის განმავლობაში იხილოს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.

დღის ამბები