29 აგვისტო 2026,   00:31
ვრცლად
"როცა ჩვენ არჩევნების გაყალბებაზე ვსაუბრობთ, არასამთავრო ორგანიზაციები არაფერ შუაში არ არიან" - ირაკლი ფავლენიშვილი

ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების საკითხი ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია. სახელისუფლებო პარტია ელოდება როდის მიაწვდის "ისფედი" "პივიტის" მონაცემებს პროკურატურას. ეს თავად უწყებამ მოითხოვა, არასამთავრობო ორგანიზაციას კი მონაცემები ჯერ არ გაუგზავნია. გუშინ "ისფედმა" დრო ითხოვა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ როცა არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, არასამთავრო ორგანიზაციები არაფერ შუაში არ არიან:

"როცა ჩვენ არჩევნების გაყალბებაზე ვსაუბრობთ და არასამთავრო ორგანიზაციების მისამართით რომ მიდის ისარი, ეს არის ძალიან არაადეკვატური, არაფერ შუაში არ არიან,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

ორგანიზაციას პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმართა- ცნობილია რომ ხმების პარალელური დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს, თუმცა "ისფედმა" ის ამჯერად არ გამოეყვანა. ცდომილებით გამოქვეყნდა "პივიტის" მონაცემები 2020 წელს.

დღის ამბები