უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა განაახლეს მუშაობა მშვიდობის მისაღწევად ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.
"მინდა გაცნობოთ ყველას, რომ ჩვენმა გუნდებმა - უკრაინამ და აშშ-მა განაახლეს მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება," - აღნიშნა ზელენსკიმ.