21 ივნისი 2026,   17:19
ვრცლად
ტრამპის გადაწყვეტილება - რა შედეგები ექნება უკრაინისთვის ამერიკული დახმარების გაჩერებას

დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის დახმარება შეაჩერა - ამერიკის 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო მედიას თეთრ სახლში დაუდასტურეს.

თავად ტრამპს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება და შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა დაიდოს.

ტრამპმა ზელენსკი სოციალურ ქსელშიც გააკრიტიკა და დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა არ სურს. პრეზიდენტის ეს სტატუსი ილონ მასკმაც გააზიარა და თქვა, რომ ზელენსკის სამუდამო ომი უნდა. ამ ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი უშედეგოდ ცდილობს დონალდ ტრამპის დარწმუნებას, რომ უკრაინა მშვიდობის მომხრეა და ისევ ამერიკის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ზელენსკის დახმარებას ცდილობს ევროპა. ევროკომისიის პრეზიდენტმა სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროპა 800 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახერხებს.

ევროპელთა მეორე ნაწილი კი ამერიკისგან უკრაინისთვის დახმარების შეჩერების გამო შეშფოთებულია.

ევროპა შეშფოთებულია, რუსეთი კი გახარებული - კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტით შტატები სამშვიდობო საქმეში საუკეთესო წვლილს შეიტანს.

დროებით თუ სამუდამოდ - რამდენი ხნით შეაჩერა დონალდ ტრამპმა უკრაინის დახმარება და როგორ აპირებს ზელენსკისთან არასასიამოვნო დიალოგის შემდეგ ომის დასრულებას - ყველა საკითხთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოს მეტი დეტალი რამდენიმე საათში, მას შემდეგ ეცოდინება, რაც დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე წარდგება.

დღის ამბები