უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას მშვიდობა სურს და ამ პროცესში ისევ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი აქვს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდა, ამიტომ რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია შეძლო, დაიწყო ომი დონბასში და, საბოლოოდ, სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.
ცნობისთვის, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: ამ კაცს [ვოლოდიმირ ზელენსკის] არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ამერიკა ამას დიდხანს აღარ აიტანს.
ტრამპის პოსტი გააზიარა ილონ მასკმა. "ზელენსკის სურს სამუდამო ომი, დაუსრულებელი ხორცსაკეპი მანქანა, ეს ბოროტებაა" - დაწერა შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.