გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილის მძღოლი ხალხში შევარდა. შედეგად, მედიის ცნობით, დაიღუპა 2 მოქალაქე, დაშავებულია 25 ადამიანი, მძიმეა 15-ის მდგომარეობა. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ქალაქში გადაკეტილია ცენტრალური ავტომაგისტრალები და ხიდები, მობილიზებულია ვერტმფრენები, სამართალდამცველები სპეციალურ ოპერაციას ატარებენ.
ამ დრომდე უცნობია, რა კვალიფიკაციას მიანიჭებენ მომხდარს. პოლიციამ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.