ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე საკუთარი ადმინისტრაციის წევრებს შეხვდება - ინფორმაცია The New York Times-მა გაავრცელა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი.
გამოცემა წერს, რომ განიხილავენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერებას.
ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია თეთრ სახლს.