პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავდაცვაზე და დაიწყოს თავდაცვითი ინდუსტრიის მშენებლობასთან, ომის დროს უკრაინისთვის დახმარების გაზრდასა და ნატო-ს ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტების ზრდასთან დაკავშირებული ტვირთის ზიდვა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ყველას სურს, რომ ტრანსატლანტიკური, ევროპა-აშშ-ის ურთიერთობები რაც შეიძლება მტკიცე იყოს.
"ყველა დარწმუნებულია, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავდაცვაზე და დაიწყოს თავდაცვითი ინდუსტრიის მშენებლობასთან, ომის დროს უკრაინისთვის დახმარების გაზრდასა და ნატო-ს ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტების ზრდასთან დაკავშირებული ტვირთის ზიდვა. ყველას, საბედნიეროდ, გამონაკლისის გარეშე და ემოციების მიუხედავად, სურს, რომ ტრანსატლანტიკური, ევროპა-აშშ-ის ურთიერთობები რაც შეიძლება მტკიცე იყოს", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.