21 აგვისტო 2026,   23:06
ვრცლად
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას აჩერებს - გერმანიის საელჩო

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას აჩერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო აქვეყნებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ამავდროულად გერმანიის სამინისტრო ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

"დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კვლევისა და კავშირების შესაძლებლობები გერმანელ მეცნიერებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის. პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. ამით ჩვენ ასევე ვუგზავნით სიგნალს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპულ, კოსმოპოლიტურ საქართველოს," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები