ვითარება ახლო აღმოსავლეთში - "ჰამასმა" ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, მათი ვინაობის დასადგენად მიმდინარეობს დნმ-ით იდენტიფიცირება.
სანაცვლოდ ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო. ცნობილია, რომ ისრაელი 600-ზე მეტ პატიმარს გაათავისუფლებს.
ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ბოლო გაცვლა, რომელიც შაბათს უნდა დასრულდეს.
"ჰამასმა" ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და 8 ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელმა, საერთო ჯამში, 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.