29 აგვისტო 2026,   00:14
ვრცლად
"ნებისმიერ შეთანხმება, რომელიც შედგება, წარმატებით უნდა გაიყიდოს რუსეთშიც, აშშ-შიც და უკრაინაშიც" - გია ჯაფარიძე

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

მისი მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რაც შედგება, წარმატებით "გაიყიდოს" როგორც რუსეთში, ისე აშშ-სა და უკრაინაში.

"უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები და, რა თქმა უნდა, უნდა ვისურვოთ, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტით, მაგრამ მე მგონია, რომ ამ მომენტისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. ჩემი ხედვით, ჯერჯერობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმაზე, როგორ გააძლიერონ უკრაინა იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს ცეცხლის შეწყვეტამდე უფრო უკეთესი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ნებისმიერ შეთანხმება, რაც შედგება, წარმატებით უნდა გაიყიდოს რუსეთშიც, აშშ-შიც და უკრაინაშიც - ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

დღის ამბები