29 აგვისტო 2026,   05:55
ვრცლად
ჩვენ და გერმანიას ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვქონდა და ძალიან სამწუხაროა, როდესაც სამეცნიერო და განათლების კუთხით არსებული პროგრამები გამოიყენება ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის მექანიზმად - დავით მათიკაშვილი

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"შეჩერდა მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო", - წერს პეტერ ფიშერი.

ფიშერის განცხადებას ეხმაურება მმართველი გუნდი - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფიშერის განცხადება დეზინფორმაციაა, და საქართველოს არავისთან არანაირი ურთიერთობა არ შეუწყვეტია.

"ჩვენ და გერმანიას ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვქონდა და არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხდება გამოყენება სამეცნიერო კუთხით და განათლების კუთხით არსებული პროგრამებისა, ზეწოლის მექანიზმად ჩვენს ქვეყანაზე. ნათელია, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია, რომელიც იყო უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ამ ომში არჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი, რომელსაც ცდილობენ, რომ კვლავაც შეასაღონ საზოგადოებას. საქართველოს არანაირი ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა, გაწყვეტა ევროკავშირთან არ მოუხდენია“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები