აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა რამდენიმე სხვადასხვა პროექტი და მათი ღირებულება გამოაქვეყნა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ამ ეტაპზე გააუქმა. ჩამონათვალი უწყებამ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულის დახარჯვა ქვემოთ მოცემულ პროექტებზე იგეგმებოდა, რომ არ გაუქმებულიყო:
- 69 მლნ დოლარი ევრაზიის ფონდისთვის, ევროპაში "ციფრული ტრანსფორმაციის საქმიანობის" განსახორციელებლად
- $32 მლნ ინტერნიუსისთვის, მათ შორის შემდეგი პროგრამების დასაფინანსებლად - "მედია ხელს უწყობს დემოკრატიას, ინკლუზიას და ანგარიშვალდებულებას მოლდოვაში" და "მდგრადი მედია საშუალებების" პოპულარიზაცია.
- 7 მლნ დოლარი ამერიკის ადვოკატთა ასოციაციისთვის, რათა ხელი შეუწყოს "ევრაზიის იურიდიული სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობას"
- 520 მლნ დოლარი კონსულტანტისთვის, ESG-ს ინვესტიციები აფრიკაში და "კერძო სექტორის რესურსების მობილიზება და ექსპერტიზა“
- 25 მლნ დოლარი "ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კანონიერი ცხოვრების ხელშეწყობისთვის" კოლუმბიაში, "სოციალურად პასუხისმგებელი" ქცევის განვითარებით
- 40 მლნ აშშ დოლარი "მიგრანტების სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის გასაუმჯობესებლად"
- 42 მლნ დოლარი ჯონს ჰოპკინსისთვის უგანდაში "სოციალური და ქცევის ცვლილებების" კვლევისთვის
- 45 მლნ დოლარი "მოთხოვნილებების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებიც იდენტიფიცირებულია აქტივისტებისა და სხვა სამოქალაქო აქტორების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან არაძალადობრივ კოლექტიურ ქმედებებში"
- 52 მლნ დოლარი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის.