22 ივნისი 2026,   14:27
ვრცლად
ახალი ტარიფების დაწესება სპილენძის იმპორტზე, 5 მილიონად შეფასებული ე.წ. ოქროს ბარათი აშშ-ში ცხოვრებისთვის, ფასების გამჭვირვალობა ჯანდაცვის სფეროში - ტრამპის ახალი განკარგულებები

ამერიკის პრეზიდენტი ახალ განკარგულებებს გასცემს. დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების თანდასწრებით რამდენიმე ბრძანებულებას მოაწერა ხელი.

მათ შორის არის ახალი ტარიფების დაწესება სპილენძის იმპორტზე, რომელიც აშშ-ში ლითონის წარმოების აღდგენას უნდა დაეხმაროს.

დონალდ ტრამპმა მედიასთან დაანონსა ასევე საკუთარი გადაწყვეტილება ე.წ. ოქროს ბარათების 5 მილიონ დოლარად მიყიდვის შესახებ იმ უცხოელებისთვის, რომლებთაც აშშ-ში გადასვლა და სამუშო ადგილების შექმნა სურთ.

ტრამპის თქმით, "ოქროს ბარათების" მყიდველთა შორის შესაძლოა იყვნენ რუსი ოლიგარქებიც.

ხელმოწერილია ასევე აღმასრულებელი ბრძანება ჯანდაცვის სფეროში ხარჯებზე ფასების გამჭვირვალობის შესახებ.

 

ახალი ტარიფების დაწესება სპილენძის იმპორტზე, 5 მილიონად შეფასებული ე.წ. ოქროს ბარათი აშშ-ში ცხოვრებისთვის, ფასევბის გამჭვირვცალობა ჯანდაცვის სფეროში  

დღის ამბები