22 ივნისი 2026,   14:27
ვრცლად
ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ, ემანუელ მაკრონი კირ სტარმერსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ, ემანუელ მაკრონი კირ სტარმერსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ უკრაინაში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაც, რომელიც მალე ვაშინგტონს ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონი ორშაბათს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს ეწვია. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შედგა ერთობლივი ბრიფინგიც.

დღის ამბები