კიევმა და ვაშინგტონმა მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში პარასკევს ჩავა და მის ამერიკელ კოლეგას შეხვდებ. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელ ვიზიტს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი.
"ეს ჩემთვის მისაღებია. ეს დიდი გარიგება და ძალიან დიდი საქმეა", - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ამერიკული ფონდის შექმნას, რომელსაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარს გადაურიცხავს.
დასავლური გამოცემები იტყობინებიან, რომ შეთანხმებაში არ არის ნახსენები აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, რასაც კიევი დაჟინებით ითხოვდა.