კოჯორში გმირულად დაღუპულ იუნკრებს იხსენებენ. მემორიალთან იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილი.
"25 თებერვალი არის ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას, რაც არ უნდა რთული პირობები იყოს," - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.