12 აგვისტო 2026,   20:01
ვრცლად
მე-5 დღეა, ბათუმში გადაუღებლად თოვს - საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდა

მე-5 დღეა, გადაუღებლად თოვს ბათუმში. ქალაქის მერის განცხადებით, საგზაო და საქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე გადაადგილების კუთხით, გარკვეული გამოწვევებია.

"24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალური და მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.

ამ ეტაპზე, სამუშაოებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი. მუნიციპალიტეტის ყველა უწყება ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებაში.

მიმდინარე პერიოდში, დღეს და ხვალ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი შეჩერებულიყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

უამინდობა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, შესაბამისად, საგანგებო რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი. 

დღის ამბები