"რადიკალური მემარცხენეები REDDIT-ზე ღიად მოუწოდებენ შეიარაღებული მარშისკენ კოლუმბიის ოლქში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეწარმე და ინვესტორი მარიო ნაუფალი წერს.
"მემარცხენე ექსტრემისტები Reddit-ზე ახლა ღიად საუბრობენ იარაღის მომარჯვებაზე და შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზებაზე, რასაც ისინი "კლასობრივ ომს" უწოდებენ. ერთი მომხმარებელი კი ამტკიცებს, რომ გეგმავს მოგზაურობას კოლუმბიის ოლქში ცეცხლსასროლი იარაღით და ამ აქტს "ამერიკული უფლებებით" ამართლებს.
მეორე მომხმარებელი გაფრთხილებას იძლევა, რომ შეიარაღებული მარშის შესახებ ონლაინ განცხადება არცთუ ისე ჭკვიანურია, მაგრამ ამის ნაცვლად რადიკალური მხარე ამბობს, რომ "დროა. ეს კლასობრივო ომია. უარყოფის, თავდაცვის და გადაყენების დროა".
ეს არის იგივე ბრბო, რომელიც "მემარჯვენე ექსტრემიზმზე" ყვირის მაშინ, როცა ღიად გეგმავს ძალადობრივ ქმედებებს ონლაინ. გააშუქებს მედია ამას? თუ შეიარაღებული რადიკალიზმი პრობლემა მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ის არ შეესაბამება მათ ნარატივს?", - წერს მარიო ნაუფალი X-ზე.