23 ივნისი 2026,   18:53
ვრცლად
ოკუპანტებმა ქალაქ ოდესაზე მასიური იერიში მიიტანეს - 250 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი

მასიური შეტევა ოდესაზე - ოკუპანტებმა ქალაქზე იერიში მიიტანეს. 250 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დენი და გათბობა ქალაქში არ აქვთ კრიტიკულ ობიექტებსაც - მათ შორის საავადმყოფოებს.

აფეთქებების ხმა ღამით ისმოდა ღამით კიევშიც. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

თავის მხრივ იერიში მიიტანეს უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზეც. კერძოდ კი სამარას ოლქზე. მთავარი სამიზნე ამჯერადაც სიზრანის ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხანა იყო. გაჩნდა ხანძარი.

დღის ამბები