22 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
პრობლემა ის არის, რომ დღეს შეერთებული შტატები ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც პუტინისთვის ძალიან სასიამოვნოა, მათ სურთ უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ, ეს არ არის წარმატება - ზელენსკი

"მათ რაც სურთ არის ის, რომ უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ, ეს არ არის წარმატება" - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მიმდინარეობას. 

ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ვალდიმერ პუტინს სიამოვნებს. 

"პრობლემა ის არის, რომ დღეს შეერთებული შტატები ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც პუტინისთვის ძალიან სასიამოვნოა, იმისთვის, რომ შეხვდნენ და სწრაფად მიაღწიონ წარმატებას, მაგრამ მათ რაც სურთ არის ის, რომ უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ. ეს არ არის წარმატება. რუსული ჯარი თუ დატოვებს უკრაინას და უსაფრთხოების გარანტიები გვექნება, მე აღარ ვიქნები საჭირო, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება, მე დავიცავ ჩემს ქვეყანას," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ცნობისთვის, საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მაგიდასთან არ არის წარმოდგენილი არც უკრაინა და არც ევროპა.

დღის ამბები